16 აპრილს 12:00 საათზე ჩატარდება 2011 წლის სერიის მეორე ეპიზოდი. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.
რაუნდი ეძღვნება ქართულ საოლიმპიადო სივრცეში 2 წლის წინ მომხდარ უდიდეს მოვლენას. 2009 წლის 21 აპრილს ჩატარდა ACM ICPC 2009 - სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც პირველად მონაწილეთა რიცხვში იყო საქართველოს წარმომადგენელი. ეს გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სახელად Tbilisi SU Triumvirate, რომლის შემადგნელობაში იყვნენ ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი და ელდარ ბოგდანოვი, გუნდის ხელმძღვანელი თემურ ზარქუა.
ქართული გუნდი მე-11 ადგილზე გავიდა და მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. ეს წარმატება, ისევე როგორც ფინალში მოხვედრა, დღემდე რჩება უპრეცედენტო შემთხვევად მთელი კავკასიის რეგიონის მაშტაბით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ წარმატებას GeOlymp-ის მონაწილეები მიაღწევთ!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!
ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X (მაღლივ) კორპუსში, მესამე სერვის ცენტრში ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება თსუ-ს სტუდენტებისთვის. ღონისძიების პროგრამაში არის სატესტო და ძირითადი ტური, ამოცანების გარჩევა და ლოკალურ გამარჯვებულთა დაჯილდოება. დასწრებული ღონისძიება დილის 11 საათზე დაიწყება.